ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში ტორნადოს შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა – დაშავებულია 100-მდე ადამიანი

აღმოსავლეთ ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში ტორნადოს შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
დონგმინგის ოლქის საგანგებო სიტუაციების მართვის ბიურომ განაცხადა, რომ “ტორნადო ძლიერმა კონვექციურმა ამინდმა გამოიწვია”. ადგილობრივმა მთავრობამ სამეთაურო ცენტრი შექმნა და სასწრაფო რეაგირების ოპერაციები დაიწყო.
ბიუროს ცნობით, სასწრაფო დახმარების სამსახურები, ამ დროისთვის, სტიქიის შემდგომ გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ.
ცნობილია, რომ შანგდონგის პროვინციაში, კაიუანში ტორნადომ 2820 სახლი დააზიანა. განადგურდა ხეებიც.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.