ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლნიანსკში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა - რუსების თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 31 ადამიანი

მაშველებმა ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქ ვოლნიანსკზე რუსეთის თავდასხმის შედეგები აღმოფხვრეს, დაღუპულია 7 და დაშავებულია 31 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ დარტყმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი და დაშავდა 31. დაშავებულებს შორის 8 ბავშვია.
შეგახსენებთ, რუსებმა გუშინ საღამოს ქალაქ ვოლნიანსკს დაარტყეს. თავდასხმის ადგილზე მუშაობდნენ მაშველები, პოლიციელები, ექიმები, პარამედიკოსები და უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოების სწრაფი რეაგირების გუნდის თანამშრომლები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.