არქივი6 ივლისი, 2024, 16:52
ჩინეთში ტორნადოს შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა - CNN
აღმოსავლეთ ჩინეთში ტორნადოს 5 ადამიანი ემსხვერპლა, 100-მდე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას cnn-ი სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტორნადომ შანგდონგის პროვინციაში 2 820 სახლი გაანადგურა და ხეები წააქცია.
როგორც დონგმინგის ოლქის საგანგებო სიტუაციების მართვის ბიუროში აცხადებენ, ადგილობრივმა მთავრობამ სამეთაურო ცენტრი შექმნა და რეაგირებისთვის შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება დაიწყო.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.