ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჩეხეთმა რობერტ ფიცოს 9 მაისს მოსკოვში გამგზავრებისთვის საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა მისცა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ჩეხეთმა რობერტ ფიცოს 9 მაისს მოსკოვში გამგზავრებისთვის საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა მისცა

ჩეხეთმა რობერტ ფიცოს 9 მაისს მოსკოვში გამგზავრებისთვის საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა მისცა, - ინფორმაციას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ჩეხეთის საჰაერო სივრცის გამოყენებას შეძლებს, რათა მოსკოვში ჩავიდეს, სადაც 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი იმართება.

„სლოვაკურმა მხარემ ფრენის ნებართვის შესახებ სტანდარტული მოთხოვნა წარადგინა და იგი მაშინვე დაკმაყოფილდა“, - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ადამ ჩორგომ.

ცნობისთვის, რობერტ ფიცოს მოსკოვში გაფრენისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა არ მისცეს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.