შალვა პაპუაშვილი – ყველა, ვინც აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს მომართულია იმისთვის, რომ ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები, ქვეყანა აქციოს ჩიხად და არა, დერეფნად

ყველა, ვინც ახალა, აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს საქართველოში მომართულია იმისთვის, რომ ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები, საქართველო აქციოს ჩიხად და არა, დერეფნად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა საპარლამენტო დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მას უკვირს ოპოზიცია აქაც რამდენად არის აცდენილი ეროვნულ ინტერესებს.
მისივე თქმით, არათუ დღეს, არამედ დამოუკიდებლობის პერიოდშიც და მანამდეც ყოველთვის იყო საუბარი საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, რომ საქართველო არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის.
„აბრეშუმის გზა იწყებოდა ჩინეთში და მთავრდებოდა ევროპაში. ამაზე გვაქვს საუბარი და დღეს, ატეხილი აქვთ აბსოლუტური ისტერია,მათ შორის ანტიჩინური განწყობების მცდელობაა. ამაზეც ვისაუბრე, რომ განსაკუთრებით გამორჩეულია ქალბატონი , NGO-ს „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი. ცალკე საკითხია პოლიტიკოსები, რომლებიც ჩაბუდებული არიან NGO სექტორში და სინამდვილეში პოლიტიკურ პროპაგანდას ეწევიან. ამავე დროს, ფაქტია,რომ ქალბატონი თინა ფინანსდება ტაივანის მხრიდან, არის ოფიციალური ფონდები და გასაგები არის რომ სწორედ ამ დაკვეთიდან გამომდინარე ის ცდილობს საქართველოში ანტიჩინური განწყობები გააღვივოს. მოგიწოდებთ თქვენც ჰკითხოთ, ძალიან მაინტერესებს ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს თუ არა და რა დამოკიდებულება აქვს ტაივანის მიმართ,რომლისგანაც ის ფულს იღებს. ეს საინტერესოა, იმიტომ, რომ საქმე გვაქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, რომელსაც მათ შორის საიდუმლო ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა და ახლა რომ ლობიზმით არის დაკავებული არაღიარებული სახელმწიფოს დაფინანსებით ეს კიდევ ცალკე პრობლემაა,მე მგონი, ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან აქვს ევროკავშირსაც, ცალ-ცალკეც, მთლიანადაც და ბევრ ქვეყანასაც.
მისვე მოსაზრებით, ამ საკითხის განსაკუთრებულად წარმოჩენა არის აბსოლუტურად მანიპულაცია და ანტიქართული პროპაგანდა, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს.
„საქართველოს ინტერესი არის, რომ შუა დერეფანი, აბრეშუმის გზა, რაზეც დღეს ბევრი ტვირთის გადაზიდვაა გადმორთული, მას შემდეგ რაც ე.წ. ჩრდილოეთის დერეფანი, რომელიც რუსეთზე გადის, ჩაიკეტა და როგორც ჩანს, დიდი ხანი კიდევ ჩაკეტილი იქნება, ჩვენ სწორედ ახლა გვაქვს შესაძლებლობა რომ ეს დერეფანი გამოვიყენოთ. ის ტვირთები, რომელიც იმოძრავებს ჩინეთსა და ევროპას შორის გავიდეს საქართველოზე. ის ხალხი, ვინც ამას ეწინააღმდეგება, რა ინტერესები და დაფინანსება დგას ამ ხალხის უკან. ფაქტია, რომ ყველა, ვინც ახალ აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს საქართველოში მომართულია იმისთვის, რომ ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები, საქართველო აქციოს ჩიხად და არა დერეფნად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ