ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყველას, ვინც ანტიჩინურ განწყობებს აღვივებს, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების ჩაშლა სურს - შალვა პაპუაშვილი

ყველა, ვინც ახლა აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს საქართველოში, მომართულია, რათა ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები და საქართველო აქციოს ჩიხად და არა დერეფნად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან აქვს ევროკავშირსაც და ბევრ ქვეყანას.
„ახლა ამის წარმოჩენა რაღაც განსაკუთრებულად არის აბსოლუტური მანიპულაცია და ანტიქართული პროპაგანდა. ვინაიდან, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. საქართველოს ინტერესი არის შუა დერეფანი, აბრეშუმის გზა, რაზეც დღეს არის გადმორთული უკვე ბევრი ტვირთის გადაზიდვა, მას შემდეგ, რაც ე.წ. ჩრდილოეთის დერეფანი, რომელიც რუსეთზე გადის, ჩაიკეტა და როგორც ჩანს, დიდი ხანი კიდევ ჩაკეტილი იქნება. ჩვენ, სწორედ გვაქვს ახლა შესაძლებლობა, რომ ეს დერეფანი გამოვიყენოთ, ეს ტვირთები, რომლებიც იმოძრავებენ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის, გავიდეს საქართველოზე. იმაზე უნდა დაფიქრდეთ, რომ ხალხი, ვინც ამას ეწინააღმდეგება, რა ინტერესები, რა დაფინანსება დგას ამ ხალხის უკან, რადგან ფაქტია, რომ ყველა, ვინც ახლა აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს საქართველოში, მომართულია, რომ ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები და საქართველო აქციოს ჩიხად და არა დერეფნად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.