იაგო ხვიჩია – სინამდვილეში „ქართული ოცნება“ არც პროჩინელია, არც პროამერიკული, არც პრორუსი, არც პროალჟირელი, არც პროქართველი, ისინი არიან ხელისუფლების შენარჩუნებისკენ მყოფი ხალხი

მგონი, ანტიჩინურ განწყობას თვითონ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთთან ჩხუბისთვის იყენებს,- ასე შეაფასა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მ პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადება, რომლის თქმით, ყველა, ვინც აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს, მომართულია იმისთვის, რომ ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები.
იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა თავისი შეცდომების გამო, შინაარსობრივად პრორუსულია, მაგრამ ხელისუფლებას სინამდვილეში, არავინ ადარდებს.
„სინამდვილეში, „ქართული ოცნება“ არც პროჩინელია, არც პროამერიკული, არც პრორუსი, არც პროალჟირელი, არც პროქართველი, ისინი არიან პროხელისუფლების შენარჩუნებისკენ მყოფი ხალხი. გინდ პროჩინელი იქნება, გინდ პროამერიკელი, გინდ პროსომეხი, გინდ პროაზერბაიჯანელი და პრობრაზილიელი. „ქართული ოცნებისთვის“ ამას მნიშვნელობა არ აქვს. დავაბრალო მათ პროჩინელობა, ისეთივე უსამართლობა მგონია, როგორც პრორუსობა. შინაარსობრივად კი გამოსცდით პრორუსობა ნებისმიერ შეცდომას რასაც უშვებენ, მაგრამ შინაარსობრივად, ც ხომ ფეხებზე ჰკიდიათ, ჩინეთიც და ყველაფერი. მათ მარტო საკუთარი ლიდერი აინტერესებთ, ის არ გაბრაზდეს, ცუდად არ შემომხედოს, ცუდად არ იფიქროს და რაც გინდა იფიქროს, ჩემი აზრით, ეს არის „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება. არ ვიცი ჩინეთთან რა ურთიერთობები გვაქვს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა, ვინც აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს, მომართულია იმისთვის, რომ ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები.
„აბრეშუმის გზა იწყებოდა ჩინეთში და მთავრდებოდა ევროპაში. ამაზე გვაქვს საუბარი და დღეს, ატეხილი აქვთ აბსოლუტური ისტერია,მათ შორის ანტიჩინური განწყობების მცდელობაა. ამაზეც ვისაუბრე, რომ განსაკუთრებით გამორჩეულია ქალბატონი , NGO-ს „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი. ცალკე საკითხია პოლიტიკოსები, რომლებიც ჩაბუდებული არიან NGO სექტორში და სინამდვილეში პოლიტიკურ პროპაგანდას ეწევიან. ამავე დროს, ფაქტია,რომ ქალბატონი თინა ფინანსდება ტაივანის მხრიდან, არის ოფიციალური ფონდები და გასაგები არის რომ სწორედ ამ დაკვეთიდან გამომდინარე ის ცდილობს საქართველოში ანტიჩინური განწყობები გააღვივოს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.