თინა ხიდაშელი ტაივანის მხრიდან ფინანსდება – შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრ, თინა ხიდაშელს ანტიჩინური განწყობების შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა.
პაპუაშვილის თქმით, ტაივანის მხრიდან ფინანსდება.
როცა ვსაუბრობთ აბრეშუმის გზაზე, ეს გზა სად იწყებოდა? ჩინეთში იწყებოდა და ევროპაში მთავრდებოდა. დღეს ატეხილი აქვთ აბსოლუტური ისტერია, არის ანტიჩინური განწყობების შექმნის მცდელობა და განსაკუთრებით გამორჩეულია თინა ხიდაშელი. ეს ცალკე საკითხია – პოლიტიკოსები, რომლებიც ჩაბუდებულები არიან „ენჯეო“ სექტორში და სინამდვილეში პოლიტიკურ პროპაგანდას ეწევიან. ფაქტია, რომ თინა ხიდაშელი ფინანსდება ტაივანის მხრიდან. არის ოფიციალური ფონდები და გასაგებია, რომ ამ დაკვეთიდან გამომდინარე ის ცდილობს, საქართველოში ანტიჩინური განწყობები გააღვივოს. მოგიწოდებთ, ჰკითხოთ საჯაროდ, ის ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს თუ არა და რა დამოკიდებულება აქვს ტაივანის მიმართ, რომლისგანაც ის ფულს იღებს. ეს საინტერესოა, იმიტომ რომ საქმე გვაქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, რომელსაც საიდუმლო ინფორმაციაზეც ჰქონდა წვდომა, და ახლა რომ არის დაკავებული ლობიზმით, არაღიარებული სახელმწიფოს დაფინანსებით, ეს ცალკე პრობლემა ჩვენი უსაფრთხოებისთვის. სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან აქვს ევროკავშირსაც და ბევრ ქვეყანასაც. ამის წარმოჩენა რაღაც განსაკუთრებულად არის აბსოლუტური მანიპულაცია და ანტიქართული პროპაგანდა, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. ჩვენი ქვეყნის ინტერესია, რომ შუა დერეფანი გამოვიყენოთ და ევროპასა და ჩინეთს შორის მოძრავი ტვირთები საქართველოზე გავიდეს. უნდა დავფიქრდეთ, ვინც ამას ეწინააღმდეგება, რა ინტერესები და რა დაფინანსება დგას მათ უკან. ყველა, ვინც ახლა აღვივებს ანტიჩინურ განწყობებს, მომართულია იმაზე, რომ ჩაშალოს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები და საქართველო აქციოს ჩიხად, და არა დერეფნად“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ