ღამით უკრაინულმა ძალებმა 28 დრონი და 4 რაკეტა ჩამოაგდო

უკრაინული საჰაერო ძალების განცხადებით, გვიან ღამით რუსეთმა შაჰედის ტიპის 32 დრონი და სხვადასხვა ტიპის 8 რაკეტა უკრაინის მიმართულებით გაუშვა. 28 შაჰედის ტიპის უპილოტო თვითმფრინავი და 4 რაკეტა ჩამოგდებულია.
უკრაინული მხარის ცნობით, დარჩენილი 4 დრონი “ლოკაციურად დაიკარგა რამდენიმე რეგიონში”.
ასევე, რუსულმა ძალებმა ხარკივის ოლქს S-300 რაკეტითა და სამი უცნობი სახეობის რაკეტით შეუტია. ისინი ოდესის ოლქისაც მიადგნენ, სადაც შავი ზღვის საჰაერო სივრციდან ოთხი Kh-59/69 მართვადი რაკეტა გაუშვეს.
თვითმფრინავები რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკიდან გაუშვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო