არქივი19 სექტემბერი, 2024, 11:54
უკრაინამ წუხელ რუსული რაკეტა და 42 დრონი გაანეიტრალა

უკრაინა აცხადებს, რომ 19 სექტემბრის ღამით რუსეთის მიერ ნასროლი 42 დრონი და ერთი რაკეტა (ოთხიდან) ჩამოაგდო.
უკრაინული მხარის თანახმად, შაჰიდის ტიპის ე.წ. კამიკაძე დრონები ჩამოაგდეს 7 სხვადასხვა ოლქში, მათ შორის კიევში.
რუსული თავდასხმის მოგერიებაში ჩართულები იყვნენ უკრაინის ავიაცია, საჰაერო თავდაცვის ჯგუფები და ა.შ.
მიუხედავად ამისა, გუბერნატორის თანახმად, ხარკოვის ოლქში რუსული სარაკეტო შეტევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ზაპოროჟიეში კი დაბომბვას მოხუცი ქალი ემსხვერპლა.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.