ღაზაში მწვავდება ჰუმანიტარული კრიზისი, ევროკავშირს დახმარებისთვის საზღვაო დერეფნის გახსნის იმედი აქვს
ევროპული კომისიის ხელმძღვანელის, ურზულა ფონ დერ ლაიენის თქმით, კვიპროსსა და ღაზას შორის ამ შაბათ-კვირას შესაძლოა ამოქმედდეს საზღვაო დერეფანი - რაც წარმოადგენს დასავლეთის ძალისხმევის ნაწილს ომით გაჩანაგებულ ღაზაში შექმნილი უმძიმესი ჰუმანიტარული სიტუაციის შესამსუბუქებლად.
ფონ დერ ლაიენის განცხადებას ერთი დღით უძღოდა წინ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გამოცხადებული გეგმა, რომ აშშ-ის არმიამ ღაზის ხმელთაშუაზღვისპირა ნაპირიდან დროებითი ნავმისადგომი უნდა აამუშავოს - იმ ფონზე, როცა გაერო გამოდის შიმშილის შესახებ გაფრთხილებით ამ, 2,3 მილიონი ადამიანით დასახლებულ ტერიტორიაზე.
ისრაელსა და აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა კაიროში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.