ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ღაზაში ბრძოლა გრძელდება, ღრმავდება ჰუმანიტარული კრიზისი

10 მარტს ღაზაში გრძელდება ბრძოლა, ცეცხლის შეწყვეტის ნიშნები არ ჩანს მიუხედავად მოახლოებული რამადანისა - მუსლიმთა წმინდა თვის - და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისისა, რომელიც პალესტინელთა ამ ტერიტორიაზეა შექმნილი.
ღაზაში ღრმავდება შიმშილი - შედინება დაიწყო აშშ-ის, ესპანეთის, იორდანიის და სხვა ქვეყნების ჰუმანიტარულმა დახმარებამ, მაგრამ გაერო აცხადებს, რომ ეს დახმარება ბევრად ნაკლებია იმაზე, რაც ესაჭიროება 2,4 მილიონ ადამიანს.
ღაზაში ომს ბიძგი მისცა 7 ოქტომბერს აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის შეტევამ ისრაელზე - რასაც, ისრაელის მონაცემებით, ემსხვერპლა სულ მცირე 1200 ადამიანი.
ისრაელის მხრიდან საპასუხო ომს, ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დრომდე შეეწირა 31 000-ზე მეტი პალესტინელი. ღაზის დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.