ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყებიდან ჰუმანიტარული დახმარება ღაზას სექტორში საზღვაო გზით პირველად შეიტანეს

ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყებიდან ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორში საზღვაო გზით პირველად შეიტანეს.
ესპანურმა გემმა Open Arms, რომელიც სამშაბათს კვიპროსის სანაპიროდან გავიდა ღაზის სექტორში 200 ტონა საკვები ჩაიტანა.
BBC-ის ინფორმაციით, ჰუმანიტარული დახმარებისათვის საჭირო ფინანსები ორგანიზაცია World Central Kitchen-მა არაბთა გაერთიანებული საამიროებთან ერთად გამოყო.
ღაზას სექტორში 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ რეგიონში მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი შეიქმნა. ამ დრომდე ღაზაში სახმელეთო გზით ეგვიპტიდან 20 ტონა საკვები, საჰაერო გზით კი 21 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი შეიტანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.