ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ფონ დერ ლაიენი: ღაზაში საზღვაო ჰუმანიტარული დერეფანი რამდენიმე დღეში ამოქმედდება

ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად საზღვაო დერეფანი რამდენიმე დღეში ამოქმედდება. საზღვაო დერეფნის გავლით ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში კვიპროსიდან ჩავა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ამჟამად საპილოტე ტესტებს ახორციელებენ და იკვლევენ საზღვაო დერეფნის უსაფრთხოებას. ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი არაბთა გაერთიანებული საამიროების და საქველმოქმედო ორგანიზაციის World Central Kitchen-ის მიერაა შეგროვებული და სატესტო გასვლა შესაძლოა 8 მარტს ლარნაკადან დაიწყოს. ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, საზღვაო დერეფნის ინიციატორები ევროკავშირი, აშშ და არაბთა გაერთიანებული საამიროები არიან.
"ჩვენ ძალიან ახლოს ვართ საზღვაო დერეფნის გახსნასთან. ვიმედოვნებ, ამ შაბათ-კვირას გაიხსნება და მიხარია, რომ საწყის საპილოტე მარშრუტს დღეს გავუშვებთ" - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.