ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა – “სპორტინგმა” “რიო ავეს” მოუგო

პორტუგალიის ჩემპიონატის ოცდამეცამეტე ტურში „სპორტინგმა“ გასვლაზე „რიო ავე“ 4:1 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი 83-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
„სპორტინგი“ 79 ქულით მეორე ადგილზეა და 17 მაისს, ბოლო ტურში „ჟილ ვისენტეს“ უმასპინძლებს.
ჩემპიონი გასულ ტურში „პორტუ“ გახდა, მესამე ადგილზე კი 76 ქულით „ბენფიკაა“.
ვილა დუ კონდე. „რიო ავე“
რიო ავე – სპორტინგი 1:4
გოლები: 1:0 დიოგო ბაზერა (12), 1:1 სუარესი (35, პენ), 1:2 გუსტავო მანჩა (42, საკ. კარში), 1:3 ტრინკაო (67), 1:4 კენდა (90)
გაძევება: პეტრასო (52, რიო ავე), გილერმე (85, რიო ავე)