ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"სპორტინგი" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა - სად ითამაშებს ქოჩორაშვილი?

პორტუგალიის ჩემპიონატის ბოლო, ოცდამეთოთხმეტე ტურში „სპორტინგმა“ საკუთარ მოედანზე „ჟილ ვისენტეს“ 3:0 მოუგო.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი სათადარიგო იყო. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, მან კარიერა რომელიმე ესპანურ კლუბში გააგრძელოს.
„სპორტინგმა“ ჩემპიონატი 82 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა და ამ სეზონში ერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი - 24 მაისს, თასის ფინალში მეორე ლიგის „ტორენსეს“ შეხვდება.
„სპორტინგი“ ჩემპიონთა ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.
ლისაბონი. „ჟოზე ალვალადე“
სპორტინგი - ჟილ ვისენტე 3:0
გოლები: 1:0 კუარეჟმა (15), 2:0 სუარესი (34), 3:0 იულმანი (90+3)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.