არქივი11 მაისი, 2026, 02:51
[VIDEO] კვარაცხელია შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ "ბრესტს" მოუგო
ლიგა 1-ის ოცდამეცამეტე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ბრესტი“ 1:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დასვენების მიზნით რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი და მათ შორის კვარაცხელია არ დააყენა ძირითად შემადგენლობაში. ხვიჩა 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, გამარჯვების გოლი კი დუემ გაიტანა.
პსჟ 73 ქულით ლიდერია და 13 მაისს, ოცდამეცხრე ტურის გამოტოვებულ მატჩში, გასვლაზე უახლოეს მდევარს, „ლანსს“ დაუპირისპირდება, რომელსაც 6 ქულით უსწრებს.
პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ - ბრესტი 1:0
გოლი: დუე (82)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.