არქივი5 მაისი, 2026, 01:32
ქოჩორაშვილი 13+ წუთი ათამაშეს - "სპორტინგმა" "ვიტორია" გაანადგურა
პორტუგალიის ჩემპიონატის ოცდამეთორმეტე ტურში „სპორტინგმა“ საკუთარ მოედანზე გიმარაეშის „ვიტორია“ 5:1 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი 77-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
„სპორტინგი“ 76 ქულით მეორე ადგილზეა და 10 მაისს, ბოლოსწინა ტურში სტუმრად „რიო ავეს“ დაუპირისპირდება. 85 ქულით ლიდერი „პორტუა“, რომელიც უკვე გახდა ჩემპიონი. „ბენფიკა“ 76 ქულით მესამე პოზიციაზეა.
ლისაბონი. „ჟოზე ალვალადე“
სპორტინგი - გიმარაეშის ვიტორია 5:1
გოლები: 1:0 ინასიო (9), 2:0 ბრაგანსა (23), 3:0 არაუხო (45+4), 4:0 სუარესი (61), 5:0 გილერმე (74), 5:1 დებასტი (85, საკ. კარში)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.