ქეთი მოლაშვილი: რატომ არის კატასტროფულად მაღალი სიკვდილიანობა საქართველოს გზებზე?! იმიტომ ხომ არა, რომ…

სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
თავიდან ვფიქრობდი,
მეთქი ბავშვია,
ფოტოს დავბლარავ და ისე დავდებ.
მერე მივხვდი,
რომ არა,
პირიქით, თვალებში უნდა ჩავხედოთ ამ ბავშვს და ვკითხოთ ჩვენს თავებს,
არის თუ არა ეს ყველაფერი ჩვენი ბრალი,
რაც ამ ბავშვს დაემართა,
რაც ამ დედა-შვილს დაემართა?!
“კამერებმა დააფიქსირა,
ავტომობილი რომ დაეჯახა,
სიმწრით როგორ მოეხვია დედასო”
მას შემდეგ,
რაც ეს სიტყვები წავიკითხე,
სულ თავში მიტრიალებს..
ალბათ ვერასოდეს ვნახავ კამერას,
სადაც მთვრალი,
გალეშილი
მძღოლი,
ეჯახება 3 წლის პატარას
და პატარა სიკვდილამდე,
სიმწრისგან დედას ეხვევა…
რამხელა ტრაგედიაა არა?
რამხელა სიმძიმეა..
და თქვენი აზრით,
ნასვამი მძღოლი,
დედა-შვილს გაიტანდა და მოკლავდა ჩვენ რომ ნორმალურ სახელმწიფოში ვცხოვრობდეთ?
მაგალითად,
შვედეთში, ისლანდიაში, ნორვეგიაში,
რომელიმე ევროპულ ქვეყანაში რომ ეცხოვრა ამ დედა-შვილს,
რამდენად იყო იმის ალბათობა,
რომ მათ ნასვამი მძღოლი მოკლავდა?!
და რატომ არის კატასტროფულად მაღალი სიკვდილიანობა საქართველოს გზებზე?!
იმიტომ ხომ არა, რომ
ალკოპოლის გამო, ჩამორთმეული რომ ჰქონდათ ტარების უფლებები,
წინასარჩევნოდ ხმებში გაცვალეს და არჩევნების შემდეგ, პარტიამ უკან დაუბრუნა;
იმიტომ ხომ არა, რომ ნასვამი თუ ხარ და ნაცნობი პოლიციელი შეგხვდება, გაგიშვებს,
ან გადარეკავ სადმე ზემოთ
და გაგიშვებენ.
საერთოდ არანაირი შიში არაა რომ ნასვამი საჭესთან დაჯდები…
აბა იყოს მკაცრი სასჯელი,
აბა იყოს სისხლში უფრო დაბალპროცენტიანი დაშვებულობა,
აბა იყოს მკაცრი კონტროლი,
გაბედავდა ვინმე საჭესთან ნასვამი დაჯომას?
ვერავინ!
ჰოდა რა დააშავა ამ ბავშვმა,
ისიც რომ ვერ გაიგო რატომ მოკლეს?!
რით ვერ დამთავრდა ხმებით ვაჭრობა
და რით ვერ დამყარდა მკაცრი კონტროლი
ავტომობილის მართვის დროს?!
შემთხვევები ყველგან ხდებაო,
აღარ უშველით ამის თქმა,
შემთხვევებმა რომ მოიმატა
და წარმოუდგენლად ბევრი ადამიანი იღუპება ავარიაში,
ამაში ერთადერთი დამნაშავე არის ქართული ოცნების პოლიტიკა,
რომ ვაჭრობს ხმებით,
დამნაშავე მძღოლებთანაც კი
და
რომ აქვს რბილი პოლიტიკა ნასვამ მძღოლებთან მიმართებით,
იმ ქვეყანაში,
სადაც ზუსტად იციან,
რომ უამრავი ნასვამი მძღოლი ჯდება საჭესთან!
ჩვენი ვალია,
ამ ბავშვის გულისთვის მაინც,
ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას!
ვუსამძიმრებ ოჯახს,
მთელს გორს,
მთელს საქართველოს,
ვწუხვარ,
მართლა გულით ვწუხვარ,
რომ სიკვდილის ბოლო წამს,
გამწარებული ჩაეხუტა დედას
და შველას ითხოვდა და ჩვენ ვერ ვუშველეთ…