ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ნიკა ელისაშვილი ისნის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ნიკა ელისაშვილი ისნის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, ნავთლუღის დასახლებაში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, რამდენიმე კორპუსის მცხოვრებელს კარდაკარის პრინციპით შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე, შეაჯამა განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მოსახლეობამ მიაწოდა ინფორმაცია საჭიროებებთან დაკავშირებით.
„პასუხისმგებლობა კი, რასაც საკანონმდებლო ორგანოში ისნის რაიონის დელეგატობა გულისხმობს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შევთანხმდით, რომ ყველა საკითხს მოსახლეობასთან კოორდინაციით გადავწყვეტთ“, - განაცხადა ნიკა ელისაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.