არქივი26 სექტემბერი, 2024, 14:22
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ნიკა ელისაშვილი ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატ - კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ვაზისუბანში, ვაზის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატი მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ გუნდის პრიორიტეტებზე ესაუბრა. ამომრჩეველთან ერთად განიხილა ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც აღნიშნულ უბანში მცხოვრებთ აწუხებთ და შემდეგი 4 წლის განმავლობაში მათ მოგვარებას დაჰპირდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.