არქივი24 სექტემბერი, 2024, 13:40
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ნიკა ელისაშვილი ისნის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარ დეპუტატ - კახა ლაბუჩიძესთან ერთად, მეტრომშენის დასახლებაში, პაპიაშვილი-ხუციშვილის ქუჩების კვეთისა და კაკაბეთის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს დასახლებების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები. დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.