„ქართული ოცნების“ მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა მთაწმინდის რაიონში, კიკეთის, კოჯრისა და ტაბახმელას მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.
დელეგატის თქმით, მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე განიხილეს დასახლებების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდა „ქართული ოცნების“ მთაწმინდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით კირკიტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…