ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, ბაღდათის სოფლების: როხისა და ვარციხის მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების" ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. შეაჯამა სოფლებში მიმდინარე სამუშაოები.
„აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის სანიკიანებისა და ცაგარეიშვილების საუბნო გზების რეაბილიტაცია, რაც საკმაოდ მასშტაბური პროექტებია.
სამუშაო ბევრი რჩება, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა ძალას გვაძლევს. მათ სჯერათ, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის უკეთეს მომავალს ქმნის“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.