არქივი18 სექტემბერი, 2024, 16:11
„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრების გამართვას თერჯოლაში აგრძელებს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, თერჯოლის სოფლების: ზედა სიმონეთის და ნახშირღელის მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობაზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, პარტიისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.