ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები თერჯოლის მუნიციპალიტეტში გრძელდება

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები თერჯოლის მუნიციპალიტეტში გრძელდება

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, თერჯოლის სოფლების: ზედა სიმონეთისა და ძევერის მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები, ასევე, ისაუბრეს მშვიდობიანი განვითარების იმ გზაზე, რომელსაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში გადის.
„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ამ სოფლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რაც ადგილობრივებმა დადებითად შეაფასეს.
ასევე, ვისაუბრეთ მათ ახალ პრიორიტეტებზე. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა მათი ნდობა და მხარდაჭერა“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, მერის მოადგილეები: ზვიად ბაზაძე და მირზა ქოჩიაშვილი, თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ბარათაშვილი და მერის წარმომადგენელი სოფელ ზედა სიმონეთში - მერაბ ბაზაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.