არქივი18 სექტემბერი, 2024, 16:10
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრების გამართვას თერჯოლაში აგრძელებს
“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, თერჯოლის სოფლების: ზედა სიმონეთის და ნახშირღელის მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობაზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი – მანუჩარ რობაქიძე, პარტიისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.