ფოტო გრაფიკოსს “გაეპარა” – ბათუმის მერიის პრესსამსახური რუსეთის რუკაზე

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ბათუმის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა. თეკლა ჩიჩუამ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ სლაიდზე რუსეთის რუკის შეტანა, მისი და გრაფიკოსის შეცდომა იყო. ჩიჩუას თქმით, პრეზენტაციის შინაარსზე თავად იყო პასუხისმგებელი, ხოლო ფოტო გრაფიკოსს “გაეპარა”. თავად ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი კი ამბობს, რომ კომენტარს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებს. შეგახსენებთ, ბათუმის საკრებულოში არჩილ ჩიქოვანი 2023 წლის ანგარიშს წარადგენს. პრეზენტაციის დაწყების წინ, მან საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა, თუმცა ეკრანზე მის სიტყვებთან ერთად რუსეთის რუკა გამოჩნდა, რომელსაც ევროკავშირის დროშა ფარავს.
,,მთავარი არხი”

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია