ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რეზო ხარაზი - მოვითხოვთ ბათუმის მერი თანამდებობიდან გადადგეს - არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოში მოხსენებისას რუსეთის რუკა მიზანმიმართულად გამოფინა

მოვითხოვთ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი თანამდებობიდან გადადგეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ­ბათუმის საკრებულოში რეზო ხარაზმა განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საკრებულოში პრეზენტაციის დროს, მონიტორზე რუსეთის რუკა გამოჩდა, სადაც ევროკავშირის დროშა იყო დატანილი.
მისი თქმით, ბათუმის მერმა საკრებულოს წინაშე მოხსენებისას მიზანმიმართულად რუსეთის რუკა გამოფინა. რეზო ხარაზის თქმით, ბათუმის მერი ვერ ერკვევა სად არის რუსეთი ან ევროკავშირი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოვითხოვთ გადადგეს ქალაქ ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი. ჩვენ არ გვჭირდება მერი, რომელმაც რუკა არ იცის, არ იცის სად არის ევროკავშირი ან რუსეთი. გაერკვეს ქალაქის მერი, ეს არის მიზანმიმართული ქმედება”, - აღნიშნა რეზო ხარაზმა.
ბათუმის საკრებულო დღეს ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.