ფოტო გრაფიკოსს “გაეპარა” | ბათუმის მერიის პრესსამსახური რუსეთის რუკაზე

ს საკრებულოს სხდომაზე დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ბათუმის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა. თეკლა ჩიჩუამ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ სლაიდზე ს რუკის შეტანა, მისი და გრაფიკოსის შეცდომა იყო. ჩიჩუას თქმით, პრეზენტაციის შინაარსზე თავად იყო პასუხისმგებელი, ხოლო ფოტო გრაფიკოსს “გაეპარა”.
თავად ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი კი ამბობს, რომ კომენტარს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
შეგახსენებთ, ბათუმის საკრებულოში არჩილ ჩიქოვანი 2023 წლის ანგარიშს წარადგენს. პრეზენტაციის დაწყების წინ, მან საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა, თუმცა ეკრანზე მის სიტყვებთან ერთად რუსეთის რუკა გამოჩნდა, რომელსაც ევროკავშირის დროშა ფარავს.