“ძალიან ცუდი შეცდომა მოუვიდა ტექნიკურ გუნდს, საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს” | ბათუმის მერი

ს მერი არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ ტექნიკურ გუნდს ძალიან ცუდი შეცდომა მოუვიდა და საზოგადოებას ს რუკისთვის ბოდიშს უხდის:
“ტექნიკურ ნაწილში ძალიან ცუდი შეცდომა მოუვიდა ტექნიკურ გუნდს. ბუნებრივია, არ იყო სასიამოვნო იმის ნახვა, რაც დავინახეთ. როგორც მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს, მეც მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა. მინდა საზოგადოებას, კოლეგებო თქვენ, ასევე მედიასაშუალებებს და ყველა იმ ადამიანს ვინც ეს შეცდომა იხილა, ბოდიში მოგიხადოთ. არ ამართლებს ამ შეცდომას და ამ ფაქტს, მაგრამ, როდესაც არანორმირებულად გვიწევს მუშაობა, ხდება ხოლმე შეცდომები და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს,” – თქვა ჩიქოვანმა [IPN].
შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმის საკრებულოში არჩილ ჩიქოვანმა 2023 წლის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციის დაწყების წინ, მან საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა, თუმცა ეკრანზე მის სიტყვებთან ერთად რუსეთის რუკა გამოჩნდა, რომელსაც ევროკავშირის დროშა ფარავს.
ოპოზიცია მომხდარის გამო, ჩიქოვანის გადადგომას ითხოვს. მისი პრესსამსახური კი განმარტავს, რომ ფოტო გრაფიკოსს “გაეპარა”