არქივი17 სექტემბერი, 2024, 20:08
ფერმინ ლოპესმა ისევ ტრავმა მიიღო

"ბარსელონას" 21 წლის ნახევარმცველმა ფერმინ ლოპესმა, სექტემბერში ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში მიღებული მარცხენა ბარძაყის ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ისევ დაშავდა, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".
ამჯერად ფერმინს მარჯვენა ფეხზე შეექმნა პრობლემა და დაახლოებით სამი კვირა უქმობა მოუწევს.
ამ სეზონში მან ლა ლიგის 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.