ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არადა არ უმართლებს - საზონოვმა მძიმე ტრავმა მიიღო

არადა არ უმართლებს - საზონოვმა მძიმე ტრავმა მიიღო

"ემპოლის" საიტის ცნობით, მცველმა საბა საზონოვმა ვარჯიშზე მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმა მიიღო და სამწუხაროდ, ალბათ, რამდენიმე თვე უქმობა მოუწევს.
დეტალური სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დადგინდება, დასჭირდება თუ არა საზონოვს მუხლზე ოპერაციის გაკეთება.
საბა "ემპოლიში" "ტორინოდან" იჯარით გადავიდა, მაგრამ ახალ გუნდში ჯერ არ უთამაშია. მან ერთი მატჩი "ტორინოში" ჩაატარა.
ერთი სიტყვით, არადა არ უმართლებს საზონოვს - "ტორინოში" ბოლომდე ნდობა არ გამოუცხადეს, ახალგაზრდულ ნაკრებს ნიდერლანდებთან შეხვედრაში ვირუსის გამო ვერ დაეხმარა და სავარაუდოდ, მომავალ ორ მნიშვნელოვან დაპირისპირებაშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.