კარგი ამბავი - ჩაკვეტაძის ტრავმა დიდი ალბათობით სერიოზული არაა

დიდი ალბათობით "უოტფორდის" ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის "კოვენტრისთან" მატჩისას მიღებული ტრავმა სერიოზული არაა.
"უოტფორდის" მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ BBC Sport-ს განუცხადა, რომ პირველადი მონაცემებით ჩაკვეტაძე სერიოზულად არ დაშავებულა და ზურგის კუნთის სპაზმი აქვს.
საბედნიეროდ ვარაუდი, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს მუხლის მყესი დაუზიანდა, მართალი არ გამოდგა.
აუუ ამოვისუნთქეეთ ))) არადა როგორ დავპანიკდი ისევ მუხლის ამბავი არ იყოს მეთქი თანაც ისეთ მომენტში მოხდა არავინ რომ არ ეთმაშებოდა თუმცა იქვე მომეცა იმედი როცა ექიმმა მუხლი მოუხარა ანუ მყესების ტრავმის დროს რაც არ შეიძლება ის გააკეთა და ვიფიქრე იქნება გადავრჩეთ მეთქიი ! ჩაკვეს გარეშე ნაკრები ის არ იქნებოდა !
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.