ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არა და არ უმართლებს - საზონოვმა მძიმე ტრავმა მიიღო

არა და არ უმართლებს - საზონოვმა მძიმე ტრავმა მიიღო

"ემპოლის" საიტის ცნობით, მცველმა საბა საზონოვმა ვარჯიშზე მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმა მიიღო და სამწუხაროდ, ალბათ, რამდენიმე თვე უქმობა მოუწევს.
დეტალური სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დადგინდება, დასჭირდება თუ არა საზონოვს მუხლზე ოპერაციის გაკეთება.
საბა "ემპოლიში" "ტორინოდან" იჯარით გადავიდა, მაგრამ ახალ გუნდში ჯერ არ უთამაშია. მან ერთი მატჩი "ტორინოში" ჩაატარა.
ერთი სიტყვით, არა და არ უმართლებს საზონოვს - "ტორინოში" ბოლომდე ნდობა არ გამოუცხადეს, ახალგაზრდულ ნაკრებს ნიდერლანდებთან შეხვედრაში ვირუსის გამო ვერ დაეხმარა და სავარაუდოდ, მომავალ ორ მნიშვნელოვან დაპირისპირებაშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას.
როცა შარშან ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა საქართველოში,საზონოვმა საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი,ტურნირის სიმბოლურშიც მოხვდა,მას მერე ტირინოში გადავიდა და თითქოს საუკეთესო წლები წინ იყო,იმედია ყველაფერი კარგად იქნება და კარიერის საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ აქვს,გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!
არცერთ სპორცმენს არ ვუსურვებ ასეთ ვერაგულ ტრამვას მითუმეტეს ქართველს. ჯვარედინი იოგები მეტად სათუთი ადგილია მუხლის ძვალში. მთელი ძალა სისწრაფის განვითარების დროს მუხლს და კონკრეტულად ამ ადგილს ადგება, ამის მოშუშება ძალიან რთულ პროცედურებს მოიცავს, ჯვარედინი იოგის ოპერაციის შემდეგ კი ადამიანი სისწრაფეს მინიმალურად მაგრამ მაინც კარგავს. მალე და სრულყოფილ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ საბას.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.