არქივი28 აპრილი, 2026, 23:21
"ფასების კომისიაც და სპეცსამსახურების ჩართულობაც, გარკვეული პიარსვლა იყო"

"ფასების კომისიაც და სპეცსამსახურების ჩართულობაც, გარკვეული პიარსვლა იყო. არავითარი შემხებლობა სპეცსამსახურებს და ფასების კომისიას ფასწარმოქმნასთან არ გააჩნია, ვერც ექნება. ფასებს არეგულირებს ღია ეკონომიკის პირობებში მოთხოვნა-მიწოდება. უნდა ეფიქრათ იმაზე, რომ გრძელვადიან პერიოდში მიწოდება გაზრდილიყო და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომ ჩვენს მოსახლეობას არ ეგრძნო ფასების მერყეობა.
შესაბამისად, აქედან არცერთი არ არის დალაგებული: დავუშვათ ის, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს ძლიერი და პროდუქციის რაოდენობა გაიზარდოს, რის შედეგადაც მივიღებდით დაბალ ფასს; ასევე მეორე მიმართულება - ის რომ, ადგილობრივი მოსახლეობა არ არის შესაბამისად დასაქმებული და შემოსავლების დონე დაბალია.
ამიტომ, იმაზე საუბარი, რომ ამ ყველაფერს [ფასები შემცირებას] მოკლევადიან პერიოდში შევძლებთ, ფანტაზიის სფეროა და მეტი
არაფერი“ | განაცხადა ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა „პალიტრანიუსთან".
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.