არქივი9 მაისი, 2024, 19:07
უჩა აბაშიძე პოლიციამ წაიყვანა, სახლიდან გამოიტანეს ნივთებიც – დეტალები
უჩა აბაშიძე, რომლის სახლშიც პოლიცია იყო შესული, დააკავეს და გადაიყვანეს, ოღონდ, სად, ოჯახის წევრებმა ამ ეტაპზეც არ იციან.
კომპიუტერები, ჩიპები, ზურგჩანთა – კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა უჩა აბაშიძის სახლიდან ნივთების გამოტანა დაიწყეს.
უცნობია, რას იკვლევს საგამოძიებო უწყება, რადგან ერთ საათზე მეტია, უჩა აბაშიძე პოლიციელებთან ერთად მარტოა სახლში, მასთან ჩხრეკის დასრულებისა და ნივთების გამოტანის შემდეგ შეუშვეს ადვოკატი.
აბაშიძის სახლთან არიან მისი მეგობრები, მეზობლები და ასევე, რუსთაველის გამზირიდან აბაშიძის სახლთან მისული აქციის მონაწილეები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.