ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს

რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ თავის სახლში დააკავეს სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე, ის ხელბორკილდადებული ჩასვეს პოლიციის მანქანაში. დაკავებისას მისი ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო სად წაიყვანა ის პოლიციამ.
მოგვიანებით ადვოკატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის ორთაჭალაში დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს და მას ბრალად სდებენ იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებას.
უჩა აბაშიძის მეგობარი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ უჩა აბაშიძეს აქვს დრონის ნაწილები და ეარსოფტის იარაღი, მას გაფორმებული აქვს ტაბელური იარაღიც. თუთბერიძის თქმით, თუ ამოღებულ ნივთებს შორის სხვა რამ აღმოჩნდა ის "პოლიციის მიერ იქნება ჩადებული"
უჩა აბაშიძის სახლთან პოლიცია იყო მობილიზებული. ბლოგერის სახლში პოლიციის შესვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ადგილზე მივიდნენ მოქალაქეები. ისინი სკანდირებდნენ "უჩა! უჩა!" პოლიციელების მისამართით კი სკანდირებდნენ "მონებო".
ადვოკატს თავისი დაცვის ქვეშ მყოფის სახლში შესვლის საშუალება დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიეცა.
დაკავებამდე, უჩა აბაშიძის სახლიდან გარკვეული ნივთები გაიტანეს.
მასალა განახლდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.