პოლიციამ სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავა

პოლიციამ სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავა
ბლოგერი უჩა აბაშიძე საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს. მისი ადვოკატის ცნობით, გამოძიება 236-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უჩა აბაშიძეს აკავებდნენ, მის საცოხვრებელთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

გარდა იმისა, რომ ეს ცვლილებები თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ეხება, რამდენად აუცილებელი და სავალდებულო ამ ცვლილებების მიღება ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის თვალსაზრისით?