არქივი9 მაისი, 2024, 19:09
პოლიციამ სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავა
რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ, პოლიციამ სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავა. დაკავებამდე პოლიციელებმა ბლოგერის სახლიდან ნივთები გამოიტანეს.
აქამდე ბლოგერის ყოფილი მეუღლე სოციალურ ქსელში წერდა, რომ პოლიციამ უჩა აბაშიძეს მობილურ ტელეფონზე წვდომა და ადვოკატთან დარეკვის უფლება შეუზღუდა. ამავე ცნობით, ჩხრეკდნენ ბლოგერის ამჟამინდელი პარტნიორის საცხოვრებელსაც.
უცნობია უჩა აბაშიძის დაკავების მიზეზი.
გასულ კვირებში უჩა აბაშიძე წერდა ვიდეობს, რომლებშიც რუსული კანონის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს ურჩევდა, როგორ დაეცვათ თავი საპროტესტო აქციებზე.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.