უნგრეთის საზოგადოებრივი არხი გაითიშა – “საზოგადოებრივი მედია არ უნდა იტყუებოდეს. ბოდიშს გიხდით, რომ ამას მრავალი წლის განმავლობაში ვაკეთებდით!”

უნგრეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ორბანის 16 წლიანი მმართველობის  შემდეგ საინფორმაციო გამოშვებები რეორგანიზაციის მიზნით შეაჩერა – მიზეზად დასახელდა ის, რომ მაგუიარის მთავრობა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებას იწყებს, რათა ის „დამოუკიდებელი და სანდო“ გახდე ს.

სახელმწიფო ტელევიზიის მთავარმა არხმა, M1-მა, შავ ეკრანზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ეწერა: „საზოგადოებრივ მედია არ უნდა იტყუებოდეს. ბოდიშს გიხდით იმისთვის, რომ ამას მრავალი წლის განმავლობაში მაინც ვაკეთებდით“.

სამშაბათს, მანამდე ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს რამდენიმე რედაქტორი გაათავისუფლეს.

ცვლილებები პრემიერ-მინისტრ პეტერ მაგიარის საარჩევნო დაპირებას მოჰყვა, რომელიც სახელმწიფო მედიის რეფორმირებასა და, მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში დამკვიდრებული „პროპაგანდის“ შეწყვეტას ითვალისწინებდა.

„ისტორიული დღეა, რადგან საზოგადოებრივ მედიაში პროპაგანდის მაუწყებლობა დასრულდა“, — დაწერა მაგიარმა სამშაბათს Facebook-ზე.

მაგიარმა არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ სურდა შეექმნა „ნამდვილად დაბალანსებული და ობიექტური საინფორმაციო სამსახური“. პრემიერ-მინისტრის რანგში ერთ-ერთი პირველი განკარგულებით მან საზოგადოებრივი მედიისა და მისი დაფინანსების „სრული და დაუყოვნებელი“ შემოწმება მოითხოვა.

ორბანის მმართველობის პერიოდში სახელმწიფო მედია სულ უფრო მეტად მოექცა ხელისუფლების კონტროლის ქვეშ — ახალი მედია კანონების მიღების ფონზე, რამდენიმე კერძო მედიასაშუალება ან დაიხურა, ან ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენების ხელში გადავიდა.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების ინდექსში უნგრეთი 2026 წელს 74-ე ადგილზე აღმოჩნდა, მაშინ როცა 2010 წელს 23-ე პოზიციას იკავებდა.

ორბანის მთავრობა მედიაზე ზეწოლას უარყოფდა და აცხადებდა, რომ მედიის თავისუფლების მიმართულებით ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ჩერქეზიშვილი – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, „მშვიდობით სავსე ქალაქი“ ყოველი წვიმის შემდეგ იქცევა წყალწაღებულ ქალაქად და ძირგამოთხრილ ქალაქად – ყოველი წვიმა ამ ქალაქში კოლაფსის შემქმნელია

საბა ბუაძე: დიდი დიღომი არის თვალსაჩინო მაგალითი ურბანული გენოციდის -კორუფციული ინტერესიდან გამომდინარე, კალაძის პირობებში, იქ გაცემული იქნა სრულიად შეუსაბამო მშენებლობის უფლებები (ვიდეო)