არქივი29 ივლისი, 2025, 13:57
უკრაინული მედია - რუსეთმა უკრაინას 2 ბალისტიკური რაკეტითა და 37 დრონით შეუტია

რუსეთმა უკრაინას 2 ბალისტიკური რაკეტითა და 37 დრონით შეუტია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, თავდაცვის ძალებმა 32 რუსული დრონი ჩამოაგდეს.
„5 დრონისა და 2 „ისკანდერ-მ“ ტიპის რაკეტის დარტყმა 3 ლოკაციაზე დაფიქსირდა“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
შეგახსენებთ, დღეს რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში პენიტენციურ დაწესებულებას დაარტყეს, რის შედეგადაც, 17 ადამიანი დაიღუპა და 42 დაშავდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.