ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტითა და 46 დრონით შეუტია

უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტითა და 46 დრონით შეუტია

რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტითა და 46 დრონით შეუტია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, თავდაცვის ძალებმა 29 რუსული დრონი ჩამოაგდეს.
„17 დრონი და 1 „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთით სამ ლოკაციაზე ჩამოვარდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
შეგახსენებთ, დღეს ღამით, რუსებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაიაზე ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.