ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მედია - საჰაერო თავდაცვის ძალებმა, ღამით, რუსეთის ტერიტორიაზე 74 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსული მედია - საჰაერო თავდაცვის ძალებმა, ღამით, რუსეთის ტერიტორიაზე 74 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

საჰაერო თავდაცვის ძალებმა, ღამით, რუსეთის ტერიტორიაზე 74 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 74 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, 43 უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს, 22 - როსტოვში, 6 - კალუგის თავზე, 2 - სმოლენსკში, 1 დრონი კი ლენინგრადის ოლქის თავზე.
მანამდე, როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იური სლიუსარმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შემდეგ ქალაქ სალსკის რკინიგზის სადგურზე ხანძარი გაჩნდა, რამაც მატარებლების მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.