რუსებმა უკრაინას 235 რაკეტით და დრონით შეუტიეს – უკრაინელებმა 183 დრონი და 17 რაკეტა ჩამოაგდეს და გაანეიტრალეს

რუსულმა ძალებმა უკრაინას, 26 ივლისის ღამეს, 235 რაკეტით და დრონით შეუტიეს, ინფორმაციას უკრანული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა 208 უპილოტო საფრენი აპარატი და 27 რაკეტა გამოიყენეს, მათ შორის „ისკანდერ-მ/კნ-23“ ტიპის 12 ბალისტიკური რაკეტა, „ისკანდერ-კ“ ტიპის 8 ფრთოსანი რაკეტა, და „ხ-59/69“ ტიპის 7 მართვადი რაკეტა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, შეტევის მთავარი მიმართულება დნეპროპეტროვსკის ოლქი იყო. მათივე განცხადებით, 183 უპილოტო საფრენი აპარატი და 17 რაკეტა ჩამოაგდეს და გაანეიტრალეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – ლეგიონში სპეციფიკა შეცვლილია დრონებით და ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებაზე არის გადასული – რუსეთის ზურგშიც იქნება დარტყმები მოსკოვშიც და „წითელ მოედანზეც“ – ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტროც ლეგიტიმური სამიზნეა