არქივი25 სექტემბერი, 2025, 11:13
უკრაინული მედია - რუსეთმა უკრაინას 176 დრონით შეუტია, უკრაინელებმა 150 დრონი გაანეიტრალეს

რუსეთმა უკრაინას 176 დრონით შეუტია, უკრაინელებმა 150 დრონი გაანეიტრალეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დილის 8:30 საათის მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში მტრის 150 დრონი გაანეიტრალეს“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ახლა რუსების მიერ გაშვებული დრონების მორიგი შეტევა მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, რუსული დრონებით დარტყმები 8 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.