არქივი27 სექტემბერი, 2025, 13:09
უკრაინული მედია - რუსეთმა უკრაინას 115 დრონით შეუტია, უკრაინელებმა 97 დრონი გაანეიტრალეს

რუსეთმა უკრაინას 115 დრონით შეუტია, უკრაინელებმა 97 დრონი გაანეიტრალეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შეტევა გრძელდება. ჩრდილოეთში საფრენი აპარატების ახალი ჯგუფი დაფიქსირდა. უსაფრთხოების ზომები დაიცავით“, - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსული დრონებით დარტყმები 6 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
მათივე ინფორმაციით, დრონების ნამსხვრევები ორ ლოკაციაზე ჩამოვარდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.