ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინული მედია - რუსებმა უკრაინას 5 რაკეტითა და 49 დრონით შეუტიეს

უკრაინული მედია - რუსებმა უკრაინას 5 რაკეტითა და 49 დრონით შეუტიეს

რუსებმა უკრაინას 5 რაკეტითა და 49 დრონით შეუტიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ -მ“ ტიპის 4 ბალისიტიკური რაკეტა, „ონიქსის“ ტიპის 1 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა და სხვადასხვა ტიპის 49 დრონი გაუშვეს.
თავდაცვის ძალებმა უკრაინის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში 44 რუსული დრონი გაანეიტრალეს.
რუსული დრონებისა და რაკეტების დარტყმები 6 ლოკაციაზე დაფიქსირდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.