ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინული მედია - რუსებმა უკრაინას 152 დრონით შეუტიეს - დარტყმა 7 ლოკაციაზე დაფიქსირდა

უკრაინული მედია - რუსებმა უკრაინას 152 დრონით შეუტიეს - დარტყმა 7 ლოკაციაზე დაფიქსირდა

რუსეთმა უკრაინას 152 დრონით შეუტია, უკრაინელებმა 126 დრონი გაანეიტრალეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დარტყმა 26 დრონით 7 ლოკაციაზე დაფიქსირდა, განადგურებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენა კი - ორ ლოკაციაზე.
24 სექტემბრის ღამეს რუსული ძალები თავს დაესხნენ ხარკოვის, კრამატორსკისა და ნიკოპოლის ტერიტორიებს დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. ხარკოვში საცხოვრებელ უბნებს 18 დრონით შეუტიეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.