ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინული მედია - რუსეთის ქალაქ იაროსლავლში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა

უკრაინული მედია - რუსეთის ქალაქ იაროსლავლში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა

რუსეთის ქალაქ იაროსლავლში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

იაროსლავლის ოლქის გუბერნატორის, მიხაილ ევრაევის განცხადებით, ქალაქ იაროსლავლზე „უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმა განხორციელდა“.

ასევე, გუბერნატორის ცნობით, იაროსლავლიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალ გზაზე მოძრაობა დროებით გადაიკეტა.

„ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, დრონების სამიზნე იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.